სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
608
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-01
სარეგისტრაციო კოდი
160.030.000.08.002.003
სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №608

2004 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული (დანიშნული) ადვოკატის (შემდგომში – სახაზინო ადვოკატი) შრომის ანაზღაურება 2005 წლის 1 იანვრიდან განისაზღვროს მის მიერ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული საადვოკატო მომსახურების განხორციელებისათვის დღეში 2 ლარის ოდენობით.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 მარტის ბრძანებულება №171, სსმIII, №36, 31.03.2005წ., მუხ.365

2. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატთა შრომის ანაზღაურება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურისათვის გამოყოფილი სუბსიდიების ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 1 მარტის ბრძანებულეა №147, სსმIII,

№28, 02.03.2007წ., მუხ.335

3. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 1 მარტის ბრძანებულეა №147, სსმIII,

№28, 02.03.2007წ., მუხ.335

4. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემა შეწყდეს იმ რეგიონში, სადაც იურიდიული დახმარება განხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 1 მარტის ბრძანებულეა №147, სსმIII,

№28, 02.03.2007წ., მუხ.335

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 მარტის ბრძანებულება №171, სსმIII, №36, 31.03.2005წ., მუხ.365

2.   საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 1 მარტის ბრძანებულეა №147, სსმIII,

№28, 02.03.2007წ., მუხ.335

კრებსითი — სრული ვერსია