`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
544
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-03
სარეგისტრაციო კოდი
010.230.000.08.002.003
`საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №544

2004 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2001წ., №78, მუხლი 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის IX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IX. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 31. მთავარი საჯარო თანამდებობა:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) მინისტრის მოადგილე.

    მუხლი 32. წამყვანი საჯარო თანამდებობა:

ა) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი;

ბ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი;

დ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ე) სამინისტროს სამმართველოს უფროსი;

ვ) სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ზ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;

თ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ი) სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;

კ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე.

    მუხლი 33. უფროსი საჯარო თანამდებობა:

ა) სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსი;

ბ) სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;

გ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი;

დ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;

ე) სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსი;

ვ) სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;

ზ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი;

თ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;

ი) სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსი;

კ) სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე.

    მუხლი 34. უმცროსი საჯარო თანამდებობა:

ა) სამინისტროს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;

ბ) სამინისტროს ოპერატიული თანამშრომელი;

გ) სამინისტროს თანამშრომელი;

დ) სამინისტროს უმცროსი თანამშრომელი.”.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია