`საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულებისა და განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
539
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2004-11-30
სარეგისტრაციო კოდი
010.210.000.08.002.003.205
`საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულებისა და განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №539

2004 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულებისა და განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №255 განკარგულება.

2. „ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 ივნისის №413 ბრძანებულება.

3. „საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია