საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
522
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-24
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №522

2004 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №489 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მესხეთის (ახალციხის)  პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში - თეატრი).

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №489 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.

2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №489 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.

3. საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) გააფორმოს თეატრთან ხელშეკრულება თეატრისათვის ახალციხეში, თამარ მეფის გამზირის №6-ში მდებარე შენობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.

4. ცნობად იქნეს მიღებული ახალციხის რაიონის გამგეობის წინადადება, რომ თეატრის დაფინანსება განხორციელდება ახალციხის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებამდე.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №235-სსმ III, №48, 07.04.2006წ; მუხ.599

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 235 -სსმIII, № 48 , 07 .0 4 .200 6 წ ., მუხ. 599

2 . საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 4 ივნისის ბრძანებულება № 489 - ვებგვერდი, 27 .0 6 .2013წ.

კრებსითი — სრული ვერსია