საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №502
2004 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 ივლისის №287 ბრძანებულებით დამტკიცებულ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 ივლისის №287 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №76, მუხ. 677) დამტკიცებულ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის შესაბამისად ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობა, სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის გამოკვლევა;“.
მ. სააკაშვილი