საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №380
2002 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
მ. გოგიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრს მირიან გოგიაშვილს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის მიმართ საქართველოს მთავრობის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ 1997 წლის 18 თებერვლის შეთანხმების თანახმად საქართველოს დავალიანების დარეგულირების შესახებ“.
ე. შევარდნაძე