,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის შექმნის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
476
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-17
სარეგისტრაციო კოდი
010.030.000.008.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის შექმნის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №476

2004 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ქ. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის ახალი წესდების დამტკიცება და სასწავლებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.          

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 მარტის ბრძანებულება №205 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.412

3. სასწავლებლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.

4. სასწავლებელს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს ქ. თბილისში, გ. ჩუბინაშვილის ქუჩა №49-ში მდებარე შენობა.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) ბრძანებულების გამოქვეყნებიდან ერთი თვეში ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს სასწავლებელთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმება.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 მარტის ბრძანებულება №205 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.412

კრებსითი — სრული ვერსია