,,უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
471
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-10-28
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-29
სარეგისტრაციო კოდი
010.110.000.008.002.003.
,,უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №471

2004 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების საფუძველზე, მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა შემდეგ პირებს:

ირინა ბაგრატიონ-მუხრანელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, დაბადებულს 1945 წელს საქართველოში, ქ. თბილისში, მცხოვრებს რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში;

ელი მიხაელს, ისრაელის მოქალაქეს, დაბადებულს 1955 წელს საქართველოში, სამტრედიის რაიონში, მცხოვრებს ისრაელში, ქ. აშდოდში.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია