,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
466
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-27
სარეგისტრაციო კოდი
300.380.000.08.002.003
,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №466

2004 წლის 26 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და განკარგულებების კრებული 1996 წლის თებერვალი) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულს ნიკოლოზ ვაშაკიძეს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში, დაეკისროს სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ (სნსკ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვა გასხვისების უფლების გარეშე. “.

2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია