„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)” პროექტის განვითარების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
465
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-27
სარეგისტრაციო კოდი
300.380.000.08.002.003
„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)” პროექტის განვითარების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №465

2004 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)” პროექტის განვითარების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)” პროექტის განვითარების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში (სსმ III, 14.03.2002წ., №25, მუხლი 201) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. „სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების” VI მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად დაინიშნონ საქართველოს წარმომადგენლებად „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)” პროექტის „განხორციელების ხელშემწყობ კომისიაში” ნიკოლოზ ვაშაკიძე და გიორგი ვაშაყმაძე.“.

2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია