,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების გამანახორციელებელი ცენტრის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის №215 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
438
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-06
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003.135
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების გამანახორციელებელი ცენტრის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის №215 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №438

2004 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის №215 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის №215 (სსმ III, 30.05.01, №56, მუხ. 417) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლადო ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თავმჯდომარე

ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

დავით ამაღლობელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გიორგი მელაძე – სახელმწიფო შეყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე

გიორგი მენაბდე – სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი

კახა პაპოშვილი – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი

ელზა გულიაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია