,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
435
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-06
სარეგისტრაციო კოდი
130.010.000.08.002.003
,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №435

2004 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №22, მუხ. 207) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-18 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ვ“ ქვეპუნქტი, ხოლო 21-ე პუნქტიდან „ე“ ქვეპუნქტი;

ბ) დებულების 21-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, ასევე სამხედრო ძალებისა და სხვა შეიარაღებული ფორმირებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია