„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №31

2010 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, №99, III ნაწილი, მუხლი 849) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ს“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ს) ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია