„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გაერთიანების, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 აგვისტოს №349 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
396
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-09-17
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-20
სარეგისტრაციო კოდი
110.050.020.05.002.003
„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გაერთიანების, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 აგვისტოს №349 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №396

2004 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გაერთიანების, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 აგვისტოს №349 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გაერთიანების, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 აგვისტოს №349 ბრძანებულებაში (სსმ III, 27.08.04, №93, მუხ. 788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2004 წლის 10 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების საფუძველზე გაერთიანებულ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრება ლიკვიდირებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებისათვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 541 მუხლის საფუძველზე “.

2. ბრძანებულების 25-ე მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2004 წლის 15 ოქტომბრამდე გაუქმებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს წარმოებაში არსებული ყველა საქმე განსახილველად გადაეცეს ამ ბრძანებულების საფუძველზე გაერთიანებულ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

3. ბრძანებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს ბრძანებულება, გარდა 25-ე მუხლისა, ამოქმედდეს 2004 წლის 15 ოქტომბრიდან “.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია