საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №390
2004 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკას მოსახლეობის 235 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით (მათ შორის 76 ჰა ვენახი და 159 ჰა სახნავი ფართობი) უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 თებერვლის №48 ბრძანებულებით (სსმ, III, 2000 წ., №13, მუხ. 116) დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემის მიწის ფართობებისა და შენობა-ნაგებობების ნუსხის XVII თავის მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 2. | კახეთის საცდელი სადგური | 307977 | 58796 | 131990 | 25198 | 2908 | სიღნაღის რაიონი, სოფ. მაღარო |
მ. სააკაშვილი