„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №470 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
389
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-16
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №470 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №389

2004 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №470 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №470 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე) III, 2003 წ. №114, მუხლი 926) შეტანილ იქნეს ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (კ. ლომაია) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის დებულების დამტკიცება, ხელმძღვანელის დანიშვნა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.“.

2.    ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია