„საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
387
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-22
სარეგისტრაციო კოდი
040.030.050.05.002.003
„საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №387

2004 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ

1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 დეკემბრის №765 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახური.

2. შეიქმნას საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვაჟა ბერიძე – სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე

პავლე მაწკეპლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი

რუსუდან ნახუცრიშვილი – სამსახურის ბუღალტერი.

3. სალიკვიდაციო კომისიამ კანონმდებლობით დადგენილი წესით 2004 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს:

ა) საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამ­ხედველობის სამსახურის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;

ბ) თანამშრომელთა გათავისუფლება;

გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებულება №461  - სსმ III, №119, 22.10.2004 წ., მუხ.1029

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურისათვის გათვალისწინებული სალიკვიდაციო თანხის გამოყოფა.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რესპუბლიკის საფინანსო, საინვესტიციო-სატრასტო და სადაზღვევო კომპანიათა (საზოგადოებათა) საქმიანობის კოორდინაციისა და ზედამხედველობის სამსახურის საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 დეკემბრის №765 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებულება №461  - სსმ III, №119, 22.10.2004 წ., მუხ.1029

კრებსითი — სრული ვერსია