„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის რეორგანიზაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
381
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-09-09
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-09
სარეგისტრაციო კოდი
450.040.000.05.002.003.101
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის რეორგანიზაციის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №381

2004 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელი პროექტების ეფექტიანი განხორციელების მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად:

1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი რეორგანიზებულ იქნეს პირთა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (საჯარო სამართლის კორპორაციად).

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის (კორპორაციის) – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (შემდგომში – ფონდი) დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფო და სს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ (GWS).

3. სახელმწიფოს შენატანი ფონდში განისაზღვრება სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მფლობელობაში არსებული მატერიალური ქონებისა და ფონდში დამუშავებული, განუხორციელებელი პროექტების ღირებულებით – 567946 ლარით, ხოლო სს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის“– 250000 ლარით.

4. ფონდში ახალი წევრების მიღების წესი, პირობები და მათ მიერ ფონდში შესატანის (საწევროს) ოდენობა განისაზღვრება ფონდის წევრთა საერთო კრების მიერ მიღებული წესდებით.

5. ფონდის დამფუძნებელი წევრის – საქართველოს სახელმწიფოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უზრუნველყოს ფონდის წესდების პროექტის შეთანხმება საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკური განვითარების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის და იუსტიციის სამინისტროებთან.

6. ფონდის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.

7. ფონდი თავის მიერ:

ა) განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს ფინანსურ ვალდებულებათა შესრულებაში და წარმოადგენს აღნიშნული პროექტების განმახორციელებელ ორგანოს;

ბ) დამუშავებული პროექტების განხორციელების პროცესში ასრულებს მაკოორდინირებელ ფუნქციას.

8. ეთხოვოთ საქართველოს სამინისტროებს, სხვა სახელმწიფო ორგანოებს, ადგილობრივი თვითმმართ-ველობისა და მმართველობის ორგანოებს საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ფონდისათვის აუცილებელი ინფორმაციის გადაცემა და სათანადო ხელშეწყობა.

9. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №377 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია