საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №234
2001 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
ზ. ნოღაიდელისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თურქეთის ექსპორტ კრედიტ ბანკს შორის ვალის რესტრუქტურირების შესახებ.
ე. შევარდნაძე