„საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტ-კიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
357
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-31
სარეგისტრაციო კოდი
010.240.080.05.002.003
„საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტ-კიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №357

2004 წლის 26 აგვისტო

 ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ნუსხის 5.6. პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.7. პუნქტი:

„5.7. ინფორმაცია საქართველოს საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის კონტროლის სისტემის შესახებ;“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია