სამხედრო პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილი ზოგიერთი სოციალური შეღავათის გაუქმების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
348
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-24
სარეგისტრაციო კოდი
110.060.040.05.002.003
სამხედრო პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილი ზოგიერთი სოციალური შეღავათის გაუქმების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №348

2004 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

სამხედრო პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილი ზოგიერთი სოციალური შეღავათის გაუქმების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2004 წლის 30 ივნისს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, სამხედრო პროკურატურის მუშაკებს გაუუქმდეთ ,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებით ფულად ანაზღაურებაზე დაწესებული დანამატებები და სხვა სოციალური შეღავათები.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია