„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
335
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-19
სარეგისტრაციო კოდი
130.010.000.05.002.003
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №335

2004 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №22, მუხ. 207) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრი.“.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის ლიკვიდაციისა და „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №276 ბრძანებულების მე-3 პუნქტი.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია