,,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
323
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-12
სარეგისტრაციო კოდი
010.240.080.05.002.003
,,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №323

2004 წლის 11 აგვისტო

 ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ნუსხის 5.5. პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.6. პუნქტი:

„5.6. ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის ჩასატარებელი საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ. ცნობები მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ;“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია