საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №317
2004 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ივლისის №281 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ივლისის №281 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება: გაუქმდეს მე-2 პუნქტით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თანდართული შემადგენლობა და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თანდართული დებულება.“
მ. სააკაშვილი