,,გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს საპატრიარქოსათვის ტაძრის მშენებლობის მიზნით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
315
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-10
სარეგისტრაციო კოდი
370.020.000.05.002.003
,,გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს საპატრიარქოსათვის ტაძრის მშენებლობის მიზნით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №315

2004 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს საპატრიარქოსათვის ტაძრის მშენებლობის მიზნით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდეს გარდაბნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და საქართველოს საპატრიარქოს ტაძრის ასაშენებლად პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს 1 (ერთი) ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში, ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია