,,თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების, სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
308
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-03
სარეგისტრაციო კოდი
110.050.060.05.002.003042
,,თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების, სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №308

2004 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების, სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების, სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №19(26), მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 64 მოსამართლით.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია – 7 მოსამარ­თლის შემადგენლობით;“;

გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია – 9 მოსამართლის შემადგენლობით;“;

დ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საგამოძიებო კოლეგია – 6 მოსამართლის შემადგენლობით.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია