საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ“ ქ. თბილისში 2004 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
300
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-03
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.003
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ“ ქ. თბილისში 2004 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №300

2004 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ“ ქ. თბილისში                2004 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. თბილისში 2004 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია