,,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
299
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-03
სარეგისტრაციო კოდი
010.240.080.05.002.003
,,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №299

2004 წლის 30 ივლისი

 ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ნუსხის 5.4. პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.5. პუნქტი:

„5.5. ინფორმაცია სამთავრობო რეზიდენციების მშენებლობისათვის ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. ცნობები მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ;“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია