საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №270
2004 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №358 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №358 ბრძანებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 21 ივნისის №403 ბრძანების ამოქმედებისთანავე.
მ. სააკაშვილი