“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ``

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
262
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2004-07-10
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ``

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №262

2004 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესხებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-17 მუხლების შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) უზრუნველყოს:

ა) 2004 წლის 11 აგვისტომდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტოს ლიკვიდაცია;

 ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტოს ლიკვიდაციის მიზნით შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის შექმნა შინაგან საქმეთა, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების წარმომად-გენელთა მონაწილეობით.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 17 თებერვლის №62 ბრძანებულება (სსმ III, 2004 წ., №18, მუხ. 172).

3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 11 აგვისტოდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია