,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
237
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2004-06-25
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.002.002
,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №237

2004 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2001 წ., №78, მუხლი 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

II1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო თანამდებობები:

    მუხლი 71. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;

ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის დირექტორი;

დ) სამსახურის უფროსი.

    მუხლი 72. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

ბ) განყოფილების უფროსი;

გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე;

დ) მთავარი მრჩეველი.

    მუხლი 73. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) პასუხისმგებელი მორიგე;

ბ) სპეციალისტი.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია