„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ქ. ბაქოში 2004 წლის 4 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
226
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2004-06-22
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.002
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ქ. ბაქოში 2004 წლის 4 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №226

2004 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ქ. ბაქოში 2004 წლის 4 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. ბაქოში 2004 წლის 4 მარტს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია