საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №651
1999 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
ვ. ლორთქიფანიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ვაჟა ლორთქიფანიძეს, რომ ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს აგრობიზნეს ბანკის შექმნის შესახებ.
ე. შევარდნაძე