საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №216
2004 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანებულება №316, სსმIII, №92, 30.06.2008წ., მუხ.1003
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №488 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში - თეატრი).
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანებულება №316, სსმIII, №92, 30.06.2008წ., მუხ.1003
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №488 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №488 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.
3. (ამოღებულია – 24.06.2013, №488).
4 . (ამოღებულია – 24.06.2013, №488).
5. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელშეკრულება თეატრისათვის თბილისში, გორგასლის ქ. №1-ში მდებარე შენობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანებულება №316, სსმIII, №92, 30.06.2008წ., მუხ.1003
2 . საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 4 ივნისის ბრძანებულება № 488 - ვებგვერდი, 27 .0 6 .2013წ.