საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №485
1999 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
მ. კაკაბაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რუსეთის ფედერაციაში მალხაზ კაკაბაძეს, რათა ხელი მოაწეროს „ოქმს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების ობიექტზე საქართველოს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“.
ე. შევარდნაძე