საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №210
2004 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №411 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №411 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი