სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.280.000.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №164
2004 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 მაისის №151 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 მაისის №151 ბრძანებულებაში (სსმ III, 07.05.2004 წ., №49, მუხ. 406) და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ №1 დანართით განსაზღვრულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით საპრეზიდენტო საბჭოს შემადგენლობას დაემატოს რევაზ შავაძე.
მ. სააკაშვილი