,,საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ``

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
150
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-05-05
გამოქვეყნების თარიღი
2004-05-14
სარეგისტრაციო კოდი
010.210.000.05.002.002.537
,,საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ``

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №150

2004 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების   ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

1. „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №281 ბრძანებულება.

2. „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ნოემბრის №499 ბრძანებულება.

3. „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №162 ბრძანებულება.

4. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №299 ბრძანების მე-9 პუნქტის ამოქმედებისთანავე.

5. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტი ძალაში შევიდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №299 ბრძანების მე-10 პუნქტის ამოქმედებისთანავე.

6. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ძალაში შევიდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №299 ბრძანების მე-11 პუნქტის ამოქმედებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია