საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №122
2004 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №17, მუხ. 168) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სახელმწიფო მინისტრი – რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში“.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის დაფინანსება აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით.
მ. სააკაშვილი