საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის განაკვეთების, წელთა ნამსახურეობისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციიას ოდენობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
108
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-03-26
გამოქვეყნების თარიღი
2005-02-14
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.002.002
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის განაკვეთების, წელთა ნამსახურეობისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციიას ოდენობის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №108

2004 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის განაკვეთების, წელთა ნამსახურობისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციის ოდენობის შესახებ

„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციული, ოპერატიულ-სამძებრო, მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, აგრეთვე მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შემდგომში მათი შენარჩუნების მიზნით:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა თანდართული თანამდებობრივი განაკვეთი (დანართი №1), სახელმწიფო სპეციალური წოდების განაკვეთი (დანართი №2), წელთა ნამსახურობისათვის დანამატი (დანართი №3).

2. განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა კვების ულუფის ფინანსური კომპენსაცია 59 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზ.ნოღაიდელმა და ეკონომიკის მინისტრმა ი.რეხვიაშვილმა შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრების 2000 წლის 6 ნოემბრის №106/46 ერთობლივ ბრძანებაში.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) გაითვალისწინოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 თებერვლის ბრძანებულება№79-სსმIII,№20,21.02.2005წ.,

მუხ.183

 

დანართი №1

(ძალადაკარგულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 თებერვლის ბრძანებულება№79-სსმIII,№20,21.02.2005წ.,

მუხ.183

 

დანართი №2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა სახელმწიფო სპეციალური წოდების განაკვეთი

 

სახელმწიფო სპეციალური წოდება

(ფინანსური პოლიციის)

სახელმწიფო სპეციალური წოდების განაკვეთი (ლარი)

გენერალ-მაიორი

14.00

პოლკოვნიკი

13.00

ვიცე-პოლკოვნიკი

12.00

მაიორი

11.00

კაპიტანი

10.00

უფროსი ლეიტენანტი

9.00

ლეიტენანტი

8.00

უმცროსი ლეიტენანტი

7.00

უფროსი სერჟანტი

6.00

სერჟანტი

5.00

უმცროსი სერჟანტი

4.00

რიგითი

3.00

 

დანართი №3

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობისათვის დანამატი

ფინანსური პოლიციის თანამშრომელს სამხედრო, სამართალდაცვის ან იმ სპეციალურ სამსახურებში, სადაც დაწესებულია სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებები, წელთა ნამსახურობისათვის ეძლევა დანამატი თანამდებობრივი და სახელმწიფო სპეციალური წოდების განაკვეთების ჯამის შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) 2-დან 5 წლამდე – 10%;

ბ) 5-დან 10 წლამდე – 20%;

გ) 10-დან 15 წლამდე – 25%;

დ) 15-დან 20 წლამდე – 30%;

ე) 20-დან 25 წლამდე – 35%;

ვ) 25-დან 30 წლამდე – 40%;

ზ) 30 წელზე მეტი – 45%.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 თებერვლის ბრძანებულება№79-სსმIII,№20,21.02.2005წ.,

მუხ.183

 

კრებსითი — სრული ვერსია