საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №96
2004 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მასობრივ უგულებელყოფას, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ასევე იკვეთება სხვა სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნები. შექმნილი რთული ვითარება ხელს უწყობს აღნიშნულ ტერიტორიაზე დაქირავებულ პირთა, იარაღის, ნარკოტიკებისა და კონტრაბანდული ტვირთის უკანონო შეღწევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობის ფიზიკური და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებისათვის და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით გატარდეს შემდეგი გადაუდებელი ღონისძიებები:
1. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტის ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252
2. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტის ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252
3. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტის ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252
4. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტის ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252
5. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების ლიცენზიის შეჩერების საკითხი.
6. (ძალადაკარგულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტის ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის ბრძანებულება №283 - სსმ III, №76, 27.07.2004 წ., მუხ.673
7. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტის ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააწესოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარზე სატრანსპორტო მიმოსვლის კონტროლი.
9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ საჭიროებისამებრ მიაწოდოს ინფორმაცია უცხო სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტის ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004 წ., მუხ.252
2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის ბრძანებულება №283 - სსმ III, №76, 27.07.2004 წ., მუხ.673