საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №143
2004 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
კ. ზალდასტანიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბენილუქსის ქვეყნებში და მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირთან კონსტანტინე ზალდასტანიშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს ევროგაერთიანებებსა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს“.
მ. სააკაშვილი