საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №60
2004 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის თანახმად:
1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება და სტრუქტურა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებისათვის აუცილებელი სახსრები.
3. ამ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები 1997 წლის იანვარი, გვ. 5).
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულება
ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის ბრძანებულება №562 - სსმ III, №78 30.06.2005წ., მუხ.831