,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებეის დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის №17 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
54
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2004-02-15
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებეის დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის №17 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №54

2004 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის №17 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის №17 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №7, მუხ. 63) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მინისტრი არის სამოქალაქო პირი, იგი ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს.”.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია