საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №523
1998 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
მ. ჭკუასელისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს მიხეილ ჭკუასელს უფლებამოსილება, რათა გამართოს მოლაპარაკება მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს 1999 წლის ბიუჯეტის პარამეტრების და ქვეყნის საფინანსო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხილვის მიზნით.
ე. შევარდნაძე