საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №42
2004 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 1 ოქტომბრის №422 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 ოქტომბრის №422 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. გამსვლელი ქულა
გამოსაცდელი, რომელიც ტესტირებაში მოაგროვებს 85 ან მეტ ქულას, ითვლება პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდაჩაბარებულად.“.
მ. სააკაშვილი