,,მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთიონში ღვაწმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განსაზღვრული სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 სექტემბრის №405 ბრძანებულებაში ცვლილებებეის შეტანის თაობაზე``

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
41
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2004-02-06
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.05.002.002.857
,,მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთიონში ღვაწმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განსაზღვრული სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 სექტემბრის №405 ბრძანებულებაში ცვლილებებეის შეტანის თაობაზე``

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №41

2004 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

„მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის     14 სექტემბრის №405 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 სექტემბრის №405 ბრძანებულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და სახელმწიფო კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

„ზურაბ ჟვანია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ვაჟა აზარაშვილი – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე

მანანა ახმეტელი – საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე

ზაზა ბეგაშვილი – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

გია ბუღაძე – თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი

მანანა დოიჯაშვილი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი

ავთანდილ ვარსიმაშვილი – თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

ივანე ზოდელავა – თბილისის მერი

ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი

ნინო კობახიძე – საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე

გიგა ლორთქიფანიძე – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

დავით მაღრაძე – პოეტი, ქართული პენ-ცენტრის თავმჯდომარე

როინ მეტრეველი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

თენგიზ სუხიშვილი – საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე

ელდარ შენგელაია – საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე

ტარიელ ჭანტურია – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია