საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-01-25
გამოქვეყნების თარიღი
2004-01-26
სარეგისტრაციო კოდი
010.020.000.05.002.002
საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების დადგენის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №31

2004 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების დადგენის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს ბრძანებულება ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის ზუსტ გამოსახულებასა და სტანდარტულ ზომებს.

2. „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

3. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზუსტი გამოსახულება და სტანდარტული ზომები განისაზღვროს ამ ბრძანებულების №1 და №2 დანართების შესაბამისად.

4. აკრძალულია დროშის ფერების ცვლილება.

მ. სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია