„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №18

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, №29, მუხლი 312) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);“.

2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ლ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის თაობაზე;

მ) ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება;

ნ) სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება;

ო) სამინისტროში არსებულ ცხელ ხაზზე დევნილებისაგან შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება.“.

4. მე-7 მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია ცხელი ხაზის განყოფილება.“.

5. მე-7 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„12. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) უფლება-მოვალეობანია:

ა) სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციის შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

ბ) მინისტრის დავალების საფუძველზე კონკრეტულ საკითხთა შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება.“.

6. მე-7 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია 2010 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია