,,სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა სასაზღვრო უწყებების თანამშრომლობის შესახებ`` ქ.იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
658
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2004-01-05
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.002
,,სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა სასაზღვრო უწყებების თანამშრომლობის შესახებ`` ქ.იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №658

2003 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა სასაზღვრო უწყებების თანამშრომლობის შესახებ“ ქ. იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი ოქმი „სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა სასაზღვრო უწყებების თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (თ. ჯაფარიძე):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს სუუამის მონაწილე სახელმწიფოებს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 

კრებსითი — სრული ვერსია